მკვლელობა გლდანში: დაღუპულია 25 წლამდე მამაკაცი

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს. ამის შემდეგ დაჭრილი მეოთხე მიკრორაიონში მივიდა, სადაც დაიღუპა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გლდანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს. ამის შემდეგ დაჭრილი მეოთხე მიკრორაიონში მივიდა, სადაც დაიღუპა.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა"), რაც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0