მარნეულის მერი განაჩენს გისოსებს მიღმა დაელოდება

© photo : municipality of marneuli / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ მარნეულის მერი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, რომელსაც თანაქალაქელის დამცირება და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აბაზოვის გათავისუფლებას მოითხოვდა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აბაზოვს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აზერ სულეიმანოვი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე ვადით პატიმრობა ელის

მერი 13 ივნისს დააკავეს, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს>>>

გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აზერ სულეიმანოვმა, მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან" რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.–მ იმიტომ სცემეს, რომ მან 10 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

მოგვიანებით აბაზოვი ალახვერდიევს ფიზიკურად გაუსწორდა — სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

ყველა ახალი ამბავი
0