მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილას
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი აღმოჩნდა ქობულეთის მკვიდრი, რომელსაც ოჯახი ოთხშაბათიდან ეძებდა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარაში მაშველებმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს მდინარე ჭოროხში, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

სარფში, ზღვის სანაპიროსთან 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს >>

მამაკაცი აღმოჩნდა ქობულეთის მკვიდრი, რომელსაც ოჯახი ოთხშაბათიდან ეძებდა.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0