თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, ზღვის სანაპიროსთან 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ცურვისას დაიხრჩო. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მაშველებმა ცხედარი ზღვიდან ერთი საათის წინ ამოიყვანეს.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.