ახალქალაქში 39 წლის უცხოელი ქალბატონის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონმა ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ახალქალაქში უცხოეთის მოქალაქე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეწყერი - Sputnik საქართველო
თუშეთის საშიში გზა: მდინარე ალაზანში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მეზობლებმა 39 წლის ქალბატონის ცხედარი გუშინ ე.წ. სამხედრო დასახლებაში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ბინა ახალქალაქში რამდენიმე თვის წინ დაიქირავა.

„რამდენიმე დღის გარდაცვლილია, არ ვიცით აქ რას საქმიანობდა", — განაცხადეს მეზობლებმა.

შემთხვევის ადგილზე ექსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0