თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი გახდა

© photo: Sputnikოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იქნება

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო, დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში ოპერის ვოკალისტების პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს კი იქ ხანძარი გაჩნდა, როს გამოც შენობა სრულად დაიწვა. თეატრმა მუშაობა 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.

1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.

საბალეტო დასში საკუთარი მოღვაწეობა დაიწყეს საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა.

2010 წელს თეატრის შენობის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც ექვსი წელი გაგრძელდა. პროცესს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა. სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თითქმის 40 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.


ყველა ახალი ამბავი
0