ობოლ დათვის ბელს თბილისში ფეხბურთელ გარინჩას სახელი დაარქვეს

© FB / Tbilisi Zooდათვის ბელი გარინჩა
დათვის ბელი გარინჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დათვის ბელს, რომელიც თბილისის ზოოპარკში ტყიდან მიიყვანეს, თათის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ის დიდხანს არ ეკარებოდა ადამიანებს

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. დაობლებული დათვის ბელს, რომელიც მაისის შუა რიცხვებში თბილისის ზოოპარკმა შეიკედლა, ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი გარინჩა დაარქვეს.

ხაშურელი ბიჭუნას თბილისური თავგადასავალი და აუხდენელი ოცნება >>

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის ბელი ცაგერის მკვიდრმა ტყის პირას იპოვა. დათვი მაშინ ორი თვის იყო. ასაკის გამო გადაწყვიტეს პატარა არ დატოვეს ველურ ბუნებაში და თბილისში ჩამოიყვანეს.

თითქმის ერთი თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკის ვებგვერდზე გაჩნდა დათვის ბელის ფოტოები და მოთხრობა იმის შესახებ, რატომ დაარქვეს პატარა ბინადარს ფეხბურთელის სახელი.

„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ზუსტად შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გარინჩა გაგაცნოთ. გარინჩა დაობლებული დათვის ბელია… მისი მოსახელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარინჩა კოჭლი იყო. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა. ჩვენი გარინჩაც კოჭლი მოგვიყვანეს. ტრავმირებულ თათს საერთოდ ვერ იყენებდა. ამიტომაც დავარქვით ეს სახელი“, — განმარტა ზოოპარკის ადმინისტრაციამ.

© photo: Tbilisi Zoo / FBდათვის ბელი გარინჩა თბილისის ზოოპარკში
Медвежонок Гарринча в Тбилисском зоопарке - Sputnik საქართველო
დათვის ბელი გარინჩა თბილისის ზოოპარკში

დათვის ბელი არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ტრავმირებული თათის გარდა, მას ნერვული სისტემის პრობლემებიც აღენიშნებოდა.

„უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო“, — ამბობენ ზოოპარკში.

დათვის ბელები - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწია ცაგერში ნაპოვნ მურა დათვის ორ ბელს

ამგვარად, თბილისის ზოოპარკში დათვების მკურნალობის და ბუნებრივი გარემოს შექმნის პროგრამამ თავისი ნაყოფი გამოიღო. 

„საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენი გარინჩა კი უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს. დასკვნა: ერთი, რომ იმედი არასოდეს უნდა გადავიწუროთ! და მეორე: ბელების დაობლებას უნდა შევეშვათ…“, — აღნიშნეს ზოოპარკში.

დათვის ბელები ცაგერში აპრილშიც იპოვეს. ისინიც თბილისის ზოოპარკში დააბინავეს, კერძოდ, მის ახალ ტერიტორიაზე თბილისის ზღვის მიმადებარედ. რამდენიმე წლის შემდეგ ზოოპარკის ყველა ბინადარს ქალაქის ცენტრიდან იქ გადაიყვანენ, რადგან ახალი ტერიტორია გაცილებით დიდია და იქ სუფთა ჰაერია.


ყველა ახალი ამბავი
0