ხაშურელი ბიჭუნას თბილისური თავგადასავალი და აუხდენელი ოცნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩაზე
საპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭმა მშობლების დაუკითხავად მატარებლით 130 კილომეტრი გაიარა, რათა ზოოპარკის ბინადრები ენახა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქალაქ ხაშურის მცხვრები, 10 წლის გიორგი ნოზაძე სახლიდან თბილისში გაიპარა, რათა ზოოპარკში მოხვედრილიყო.

სახლიდან გაქცევა ბიჭმა მატარებლით გადაწყვიტა — ხაშურის სარკინიგზო სადგურზე ის მატარებელში ჩაჯდა, მაგრამ გზაში დაღამდა და როდესაც მატარებელი დედაქალაქში შევიდა, გიორგი ღამით უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა.

თბილისის ცირკის შენობა - Sputnik საქართველო
ცირკის მსახიობებს სკოლებში გამოსვლა სურთ

ის აღმაშენებლის გამზირზე დადიოდა, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გამოკითხეს, ასე გვიანი ღამით რატომ დადიოდა ქალაქში მშობლების გარეშე.

როდესაც პოლიციელებმა ჰკითხეს, ხომ არ გაეპარა ის მშობლებს, ბიჭმა დიპლომატიურად უპასუხა, რომ არ გაპარულა, არამედ დაუკითხავად წავიდა.

პოლიციის თანამშრომლებმა მშობლების სახელები და კოორდინატები გაიგეს და დაუკავშირდენენ მათ. თბილისში გიორგის მამა ჩამოვიდა და ის სახლში წაიყვანა.

სამწუხაროდ, ბიჭის სანუკვარი ოცნება მაინც ვერ ახდა. ის ვერ მოხვდა ზოოპარკში, რადგან ძალიან გვიანი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0