შსს: რუსთაველის გამზირზე ცხრა პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ლევან ხაბეიშვილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულია ცხრა პირი, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს. ასევე დაკავებული არიან სხვა დემონსტრანტებიც, მათ შორის, აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა. 

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იყო

ამის შემდეგ პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.  აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა ჭელიძემ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, უკვე გათავისუფლებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს.  

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ლევან ხაბეიშვილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. 

საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.

ყველა ახალი ამბავი
0