ნიკა კაჭარავა პოლონეთიდან კვიპროსში გადავიდა

© Sputnik / Levan Avlabreliქართველი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა
ქართველი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი თავდამსხმელი კვიპროსის გუნდში ადრეც ასპარეზობდა, სადაც ერთ სეზონში 16 გოლი გაიტანა

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა პოლონეთის „კორონადან“ კვიპროსის „ანორტოსისში“ გადავიდა, ნათქვამია ფამაგუსტას კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

24 წლის ფეხბურთელსა და „ანორტოსის“ შორის დადებული ხელშეკრულება ორწლიანია და ძალაში 2 ივლისს შევა. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

სად სთხოვა ასვლა ერდოღანმა ძმებ არველაძეებს >>

„კორონას“ შემადგენლობაში კაჭარავა გასული წლის ივლისიდან გამოდიოდა. გასულ სეზონზე ქართველმა თავდამსხმელმა პოლონურ გუნდთან ერთად ყველა ტურნირში 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელი ვატო არველაძე - Sputnik საქართველო
რევაზ არველაძის ვაჟი საფეხბურთო კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

რაც შეეხება „ანორტოსისს“, ეროვნული პირველობის შედეგების მიხედვით გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონის უეფას ევროპის ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატში ადრეც ასპარეზობდა. 2016/2017 სეზონზე ფორვარდი „ეთნიკოსის“ ღირსებას იცავდა, 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კაჭარავამ 12 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.


ყველა ახალი ამბავი
0