რევაზ არველაძის ვაჟი საფეხბურთო კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

© FB / Vato Arveladzeსაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელი ვატო არველაძე
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელი ვატო არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ორ სეზონზე რვა გოლი გაიტანა

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელმა ვატო არველაძემ პოლონურ კლუბ „კორონასთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კელცეს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

© FB / Vato Arveladzeსაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელი ვატო არველაძე
Футболист молодежной сборной Грузии по футболу Вато Арвеладзе - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) თავდამსხმელი ვატო არველაძე

20 წლის ფორვარდსა და „კორონას“ შორის დადებული შეთანხმება ორწლიანია, გარიგების თანხა არ ხმაურდება.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

ვატო არველაძე, რომელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის ვაჟია, ბოლო ორ სეზონზე თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ამ პერიოდში თავდამსხმელმა „რკინიგზელთა“ შემადგენლობაში 35 მატჩი ითამაშა, რვა გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისიდან „კორონაში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი — ნიკა კაჭარავა ასპარეზობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პოლონეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. 

სად სთხოვა ასვლა ერდოღანმა ძმებ არველაძეებს >>

სეზონის შედეგების მიხედვით, „კორონამ“ ქვეყნის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0