საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsynფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექა მიქელთაძის წყალობით საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფრედ 1:1 დაასრულა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი, რომელიც თურქეთის ქალაქ ლარაში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ფეხბურთელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ. შორიდან დარტყმული ბურთი გიორგი ახალაძის ფეხს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ქართველების კარში ჩაეშვა. მეორე ტაიმში ინიციატივა ქართველების მხარეს გადავიდა, და ერთ-ერთი შეტევა ბექა მიქელთაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

გია გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა

აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა ნაკრებმა ვერ გამოიყვანა მინდორზე ოპტიმალური შემადგენლობა, ხოლო ქართულ გუნდში ბევრი ახალბედა თამაშობდა.

გია ცეცაძისთვის ეს შეხვედრა პირველი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. გასული წლის დეკემბერში ამ პოსტზე მან გია გეგუჩაძე შეცვალა.

თურქეთში გამართული სეზონისწინა შეკრება U-21 EURO-2019-ის შესარჩევი მატჩისთვის მზადების პირველი ეტაპია. შესარჩევი მატჩი ფარერების წინააღმდეგ 23 მარტს თბილისში შედგება.

U-21 EURO-2019-ის მესამე შესარჩევ ჯგუფში ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ ოთხი ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა, შესაბამისად ჯგუფიდან გასვლისთვის მას მხოლოდ თეორიული შანსები აქვს დარჩენილი.


ყველა ახალი ამბავი
0