თუ მაცივარი გაგიფუჭდათ, ხოლო შემოსავლის დადასტურება ოფიციალურად გიჭირთ ...

© photo: Sputnikბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაცია, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე ფიზიკურ პირებზე სამომხმარებლო სესხების გაცემას კრძალავს, ძალაში ერთი თვის წინ შევიდა.

მართალია მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები სებ-ის საიტზე მხოლოდ ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი "TBC Bank" —ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უკვე განცხადა მათი მოცულობის 70%-ით შემცირების შესახებ.

მაისის თვის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში სესხების მოცულობის შემცირებას ელოდება საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე.

„მე ბევრ მეწარმესთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც მომხმარებელს თავიანთ პროდუქტს განვადებით სთავაზობს და მათი ინფორმაციით რეგულაციების შემოღების შემდეგ გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა"- აღნიშნა დავით კიკვიძემ.

მისი თქმით შემცირება იმით არის განპირობებული, რომ მომხმარებელთა ძალიან დიდ ნაწილი შემოსავლებს ვერ ადასტურებს და შესაბამისად მათ განვადება არ უმტკიცდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეს, რომლის ხელფასი 1000 ლარია გაუფუჭდა მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა ან გაზქურა, მათ შეძენას ეგრევე ვერ შეძლებს. გამოდის რომ მან მთელი წელი უნდა აგროვოს ფული ამ ნივთების შესაძენად, რაც ცოტა არარეალურია.

თი-ბი-სი ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

„გამოდის რომ ადამიანები ვეღარ შეძლებენ საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და არის იმის დიდი ალბათობა, რომ იძულებულები გახდებიან კერძო მევახშეებს მიმართონ"- აღნიშნა დავით კიკვიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა ერთი მხრივ ამ ახალმა რეგულაციამ მომხმარებელი დამატებით ვალის ტვირთისგან დაიცვა, მაგრამ მეორეს მხრივ შეამცირა გაყიდვები და შესაბამისად ეკონომიკის ზრდა.

„ეკონომიკის დაკრედიტების შემცირება კი სავარაუდოდ შეამცირებს ბაზარზე ლარის მასასაც, თანაც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დიდი ალბათობით უცხოური ვალუტის ნაკადი იქნება ძალიან დიდი და შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შევსება დაიწყოს, რათა ლარის ზედმეტი გამყარება შეაჩეროს" — აღნიშნა დავით კიკვიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
შეზღუდული თავისუფლება, ანუ „ნოყიერი დიეტის“ მენიუ

კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობის საგრძნობლად შემცირებას არ ელოდება ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.

„ჯერ მაისის თვის მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ როცა გამოქვეყნდება ძალიან მეეჭვება რომ გამართლდეს განცხადება მათი მოცულობის 70%-ით შემცირების შესახებ. ეს ძალიან დიდი ციფრია და ამდენით რომ შემცირებულიყო, ჩამოიშლებოდა საბანკო სექტორი"- განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა "Sputnik-საქართელოს".

მისი თქმით, უცნობია ასევე თუ რას ადარებდა მამუკა ხაზარაძე 2018 წლის მაისის მონაცემებს — წინა წელს, წინა თვეს, თუ საერთოდ ზრდის ტემპი შემცირდა 70%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის აპრილის განმავლობაში 2.5 პროცენტით ანუ 297.0 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 12.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფული - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

რაც შეეხება რეგულაციას, რომლის მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ, მერაბ ჯანიაშვილი მას დადებითად აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, რომ სახელმწიფომ მომხმარებლებზე და მათ უფლებებზე უფრო იზრუნოს.

სებ-ის მიერ ამ რეგულაციის შემოღების მიზანი მოსახლეობაში ჭარბვალიანობის შემცირებაა.


ნატა პატარაია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0