თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბავშვის სიცოცხლეს, რომელსაც ხუთშაბათს თბილისში საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თბილისის ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
საპატრულო პოლიციის მანქანა ბავშვს დაეჯახა – შემთხვევა თბილისში >>
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოსკოვის პროსპექტზე ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის აკრძალულ ადგილას გადარბოდა გზაზე.
„ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორგანოების დაზიანება არ აღენიშნება. ბავშვს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, — განაცხადა ქეთი შარანგია.
ავარიის დეტალები ბავშვის დედის მოთხოვნით არ ხმაურდება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, თავისუფლების 3 წლამდე შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით.