შემთხვევა ჩაქვში: სატვირთო ავტომობილი გაბიონიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა

გამოწერა
შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ქობულეთი-ბათუმის გვირაბთან სატვირთო ავტომობილი ფერდის დამჭერი გაბიონიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

112 - Sputnik საქართველო
ავარია ჩაქვის გვირაბთან: დაშავებულია შვიდი ადამიანი

შემთხვევა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევა") დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0