BIAFF-2018: ბათუმი საავტორო კინოს ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnikბათუმის სანაპირო და პორტი
ბათუმის სანაპირო და პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული კინოფესტივალი ბათუმში სტუმრებისთვის საინტერესო პროგრამას ამზადებს

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საავტორო კინოს რიგით მე-13 საერთაშორისო ფესტივალი  (BIAFF) ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრში.

ქართულ „დიალექტს“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე აჩვენებენ >>

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი მრავალრიცხოვან მასტერ-კლასებსა და სემინარებს მოიცავს.

ჯინო - Sputnik საქართველო
ქართულ ანიმაციურ ფილმს აშშ-სა და ევრაზიის ქვეყნებში აჩვენებენ

ბათუმში შეიკრიბებიან კინემატოგრაფისტები აშშ-დან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის პროგრამა და ჟიურის საპატიო თავმჯდომარის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფესტივალი (Batumi International Art-House Film Festival) — სამ მთავარ ნომინაციას ითვალისწინებს — საუკეთესი მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ტრადიციულად კინოფორუმის პროგრამაშია ორი კონკურსი: ეროვნული და საერთაშორისო.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF საქართველოში 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


ყველა ახალი ამბავი
0