თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართულ ანიმაციურ ფილმ „ჯინოს" იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთსა და აშშ-ში უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მხარეებმა რეჟისორ დათო კიკნაველიძის ცამეტწუთიანი ანიმაციის ჩვენების უფლებაზე შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ცნობილია, რომ „ჯინო" ლოს-ანჯელესში კინოთეატრ „დისნეილენდის" საზაფხულო აფიშაში შევიდა. ეს ქართული ანიმაციური ფილმის პირველი გამარჯვებაა.
„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.
„ჯინო" პირველი ქართული ანიმაციაა 3D ფორმატში, რომელიც გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.