ქართველი დიზაინერი, რომლის შეკერილი კაბით სელენა გომესი Met Gala 2018-ზე წარდგა

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეო ოთარაშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ის პატარძლებისთვის დახვეწილ და განსხვავებულ კაბებს ქმნის. ცხოვრებაში საკმაოდ რთული გზა გაიარა. იყო დაბრკოლებები, წინააღმდეგობები, მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია.

დღეს თეო ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკში გამართულ Met Gala 2018-ის ღონისძიებაზე წელს სელენა გომესი სწორედ თეო ოთარაშვილის ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარდგა.

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილი
თეო ოთარაშვილი - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილი

— ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. ყოველთვის გამოვირჩეოდი სხვებისგან. არასდროს ვაცდენდი დროს უქმად. ყოველთვის მქონდა ჩემი ოთახი და სულ ვფუსფუსებდი ჩემთვის, სულ რაღაცას ვაკეთებდი. სამი წლის ასაკში დავიწყე ძერწვა, ვაგროვებდი გირჩებს და ვაკეთებდი კომპოზიციებს. შვიდი წლის ასაკიდან დავიწყე კერვა. საერთოდ არ ვიცოდი საკერავი მანქანის ხმარება და ბებიას ვეძახდი ძაფის მაქოდან ამოსაღებად. დავჭერი ყველა ქსოვილი, რაც კი სახლში მოიძებნებოდა. ტანსაცმელს თავდაპირველად თოჯინებს ვუკერავდი. ცოტა რომ გავიზარდე, დავიწყე დედაჩემის ტანსაცმლის გადაკეთება ჩემ ტანზე. ორი საქორწინო კაბა დავუჭერი დედას და ჩემთვის შევიკერე ქვედაბოლოები. სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრები ამაზე არასდროს ბრაზდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის ამაყობდნენ ჩემი შემოქმედებით. მეათე კლასში უკვე ჩემი შეკერილი პალტოთი დავდიოდი. „ბურდიდან" ვიღებდი თარგებს და ვიკერავდი ჩემთვის ტანსაცმელს. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ქსოვა, ქარგვა, ავეჯის შეკეთება, ცვილის ფიგურების გაკეთება, ვხატავდი ზეთის საღებავებით. ჩემი სახლი, სადაც გავიზარდე, დღემდე მუზეუმს ჰგავს. ყველა ჩემი ნამუშევარი კედელზე კიდია. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მოდის სფეროს უნდა გავყოლოდი. ეს არ იყო ოცნება, არასდროს ვოცნებობდი. მე მქონდა ჩემი გეგმები, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი. არ დაგიმალავთ, ეს გზა იყო ურთულესი. მიწევდა ყოველდღიური შრომა, ფიქრი, ნერვიულობა, თუ როგორ მიმეღწია იმისთვის, რაც მინდოდა.

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– როდის მოხვდით მოდის სფეროში?

— სწავლა დავიწყე აბრამ ბაზელის მაღალი მოდის აკადემიაში. პირველად მაშინ შევეხე მოდას სერიოზულად. ჩემ თვალწინ იქმნებოდა დიზაინერ აბრამ ბაზელის კოლექციები, მოდიოდნენ ცნობილი პიროვნებები და უკვეთავდნენ სამოსს. ეს პერიოდი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელია. გავიზარდე შემოქმედებითად, ფაქტიურად ბატონმა აბრამმა ცხოვრება მასწავლა. სადიპლომო კოლექცია გავაკეთე საქორწინო და საღამოს კაბების თემაზე. ეს იყო ჩემი პირველი ჩვენება — 2003 წელს, ამ კოლექციამ დაიმსახურა პროფესიონალებისგან უმაღლესი შეფასება. აკადემიის დამთავრების შემდეგ ზალიკო ბერგერმა გამიწია რეკომენდაცია საქორწინო კაბების სალონ „ზიზის“ დამფუძნებელთან, ქალბატონ ზიზი ტატიშვილთან, სადაც ვიმუშავე სამი წელი და ვეზიარე საქორწინო კაბების შექმნის ხელოვნებას. 2008 წელს გავხსენი ჩემი საკუთარი საქორწინო კაბების სალონი TEO. ცხრა წლის განმავლობაში ვქმნიდი საკუთარი დიზაინით ქართველი დედოფლებისთვის საქორწინო სამოსს. ამ პერიოდში მქონდა 25 ჩვენება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ლიკა ყაზბეგის და ჩემი საერთო პროექტი „დედოფალი 2013“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მომღერლები და მსახიობები.

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– როცა პირველ ნაბიჯებს დგამდით, რამდენად დიდი იყო კონკურენცია მოდის სფეროში?

— კონკურენცია ძალიან დიდი იყო. საკმაოდ დიდი სტრესი მქონდა, მეშინოდა, არ ვიცოდი გამიმართლებდა თუ არა. ჩემი მაღაზიის გახსნის პირველივე დღეს ერთი საქორწინო კაბა გაიყიდა და ერთი გაქირავდა. მაშინ მივხვდი, რომ არასდროს აღარ გავჩერდებოდი. ასი პროცენტით დავრწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში. მთავარი ის იყო, რომ მომხმარებელს მოსწონდა ჩემი შემოქმედება. ამ ეტაპისთვის ჩემი შემოსილი დედოფლების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასამდეა. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ კონკურენციას ვუწევდი სხვა საქორწინო სალონებს. იმაზე დიდი ბედნიერება და წარმატება ჩემთვის არ არსებობდა, როდესაც დედოფალი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს არჩევანს აკეთებდა ჩემ შემოქმედებაზე.

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– რა გზა გაირეთ, სანამ აქამდე მოხვიდოდით?

— გზა, რომელიც გავიარე, იყო ურთულესი. უდიდესი შრომა მიწევდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. დაახლოებით ხუთი საათი მეძინა, დანარჩენ დროს ვატარებდი ჩემ მაღაზიაში, ვქმნიდი ახალ მოდელებს, ვკერავდი და ვმუშაობდი პირადად მომხმარებელთან. შვილთან ურთიერთობისთვისაც კი არ მრჩებოდა დრო. ფიზიკურად არ არსებობს სხვა გზა წარმატებისკენ. ჩემმა ასეთმა ცხოვრების რეჟიმმა გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება. დამიდგინეს უმძიმესი მიელიტი (დამბლა), რამაც გამოიწვია ჩემი სხეულის სრული პარალიზება. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. იმედს არავინ მაძლევდა, რომ ვიცოცხლებდი, მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ისევ შევძლებდი სიარულს. ძალიან დამეხმარა ჩემი საქმიანობა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში. როგორც კი შევძელი სკამზე ჯდომა, მაშინვე დავიწყე კაბების კერვა. ჩემი თანამშრომლები მეხმარებოდნენ მუშაობაში, პედალზე აჭერდნენ ფეხს, მე კი ვკერავდი. ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემ ცხოვრებაში.

– დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

— დღეს ჩემი მდგომარეობა სტაბილურია. არაფერი არ მაქვს შეზღუდული. ვცხოვრობ, როგორც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები. ერთადერთი ოცნება, რაც მაქვს, არის ის, რომ შევძლო სირბილი. იმედი მაქვს, ამასაც მოვახერხებ. მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერს შეძლებ.

© FB / TEO WEDDINGთეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, დღეს რა სტილი და ფერებია მოდაში?

— საქორწინო კაბების ფერებს რაც შეეხება, ყოველთვის დომინირებდა სპილოსძვლისფერი. ძირითადად ვმუშაობდი ჩალისფერებზე. თუმცა მყავდა ვარდისფერი, ცისფერი, წითელი, ოქროსფერი და მუქი ყავისფერი საქორწინო კაბების მომხმარებელიც. ბოლო წლებში საკმაოდ შეიცვალა ტენდენციები, ფერებიდან დარჩა მხოლოდ ჩალისფერი და თეთრი. მოდელები გახდა სადა, ძირითადი აქცენტი კეთდება ქსოვილის ხარისხზე და ძვირფას დეტალებზე (მაგალითად, სვაროვსკის თვლები, გიპიური და ა.შ.). ასევე მყავდა გამორჩეული დედოფლები, რომლებსაც არ ეშინოდათ საზოგადოების კრიტიკის და ითხოვდნენ ექსკლუზიურ მოდელებს. ამ კაბების დიზაინს ვქმნიდი მე და იქმნებოდა მხოლოდ ერთი ცალი. მქონდა ქართულ მოტივებზე შექმნილი, ძალიან გათანამედროვებული სტილის ქალის ჩოხები, რომლებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

© FB / TEO WEDDING თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– ქართველი პატარძლების გარდა ურთიერთობა გაქვთ უცხოელ პატარძლებთანაც. რით გამოირჩევიან ქართველი პატარძლები უცხოელებისგან?

— ქართველი პატარძალი ძალიან განსხვავდება უცხოელი პატარძლისგან. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ჯერ არ ჩამოყალიბებულა საქორწინო კულტურა (ვსაუბრობ საშუალო ფენაზე). ამის მიზეზად დავასახელებ ფინანსურ პრობლემებს. ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს კაბის გაქირავება. ყველა ადამიანს აქვს თავისი აურა და ენერგიის ველი, რაც გადადის კაბაზე. სადედოფლო კაბა აუცილებლად უნდა ინახებოდეს საოჯახო არქივში და ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ ქალბატონს. ამერიკაში არ არსებობს მსგავსი კულტურა. აქ დედოფალი მზადებას იწყებს ერთი ან ორი წლით ადრე. ქორწილის ყველა პატარა დეტალიც კი საგანგებოდ აქვთ გათვლილი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კაბის შერჩევას. იქ უფრო პრეტენზიულია დედოფალი და ზუსტად იცის რა უნდა.

ამერიკაში არ არსებობს წონის კომპლექსი, აქ არ არსებობს მსუქანი და გამხდარი პატარძალი, განსხვავებით საქართველოსგან. ყველა დედოფალი ირჩევს ისეთ მოდელს, რაც მას მოსწონს და არა საზოგადოებას. ასევე არასდროს ზოგავენ თანხას სასურველი კაბის შესაძენად. მე პირადად ამერიკაში მქონია შეხება და მიმუშავია ებრაელ დედოფლებთან. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ძვირადღირებული კაბა, უძვირფასესი თვლები და მაქმანების ერთობლიობა. აქცენტი კეთდება ხელით შესრულებულ ნამუშევარზე. რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და, შესაბამისად, კაბის ფასებიც იზრდება. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ისეთ ძვირფას ქსოვილთან მიწევდა შეხება, შემშინებია კიდეც. საქართველოში ასეთი ძვირფასი ქსოვილი არასდროს მინახავს.

© FB / TEO WEDDING თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– როგორ მოხვდით  კომპანია COACH-ში?

— ოთხი თვის წინ ჩემმა უფროსმა მითხრა უმსხვილესი კომპანია COACH აცხადებს ვაკანსიას simple maker-ის თანამდებობაზე და ხომ არ გინდა ბედი სცადოო? რატომაც არა–მეთქი, დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ ორ სამსახურში ვმუშაობდი საკმაოდ კარგი ანაზღაურებით, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ეს არის LUXURY BRAND, რომელიც გათვლილია მხოლოდ მაღალ ფენაზე. იგი ფუნქციონირებს 1941 წლიდან. გავიარე გასაუბრება, წარვადგინე ჩემი ნამუშევრების კატალოგი და ამის შემდეგ დამირეკეს და მთხოვეს გამევლო ტესტირება. ეს იყო ურთულესი სამდღიანი გამოცდა კვალიფიკაციაში. რის შემდეგაც დამამტკიცეს VIP ნაწარმზე. მე ვმუშაობ მხოლოდ ცნობილი ადამიანების კაბებზე (სელებრითებზე).

© FB / TEO WEDDING თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– მინდა შევეხოთ სელენა გომესის კაბას, რომელიც თქვენ შეკერეთ…

— სელენა გომესი არის ჩვენი კომპანიის სახე. მას უნდა წარედგინა კომპანიის სახელი MET GALA 2018-ზე. COUCH-ის მთავარი დიზაინერი გახლავთ სტიუარტ ვევერსი. სელენას კაბაზე მუშაობდა სამი დიზაინერი. კაბა თავიდან ბოლომდე არის ჩემი შეკერილი. ნაქარგები არის ხელით შესრულებული. გამოყენებულია უძვირფასესი თხელი გამჭვირვალე ფაფუკი ქსოვილი, რომელიც იყო ურთულესი შესასრულებელი. ერთი თვე ფაქტიურად არ მძინებია. ვმუშაობდი 16 საათი დღეში. სელენას ძალიან მოეწონა კაბა. კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს. როდესაც ჩემი შეკერილი კაბა დავინახე სელენას ტანზე, ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები. მაშინ გავიფიქრე, რომ ამდენი წლის ჩემი თავდაუზოგავი შრომა დაფასდა და ტკივილიანი ცხოვრებაც ამად ღირდა. მე დღეს ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან უცხო ქვეყანაში ერთი წლის ჩამოსულ ემიგრანტს მომცეს საშუალება, ასეთი დონის მომღერლის კაბა შემექმნა.

© FB / TEO WEDDINGსელენა გომესი თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილ კაბაში
სელენა გომესი თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილ კაბაში - Sputnik საქართველო
სელენა გომესი თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილ კაბაში

– ამ ეტაპზე სად იმყოფებით, რა სიახლეები გაქვთ, რა სიახლეებს გეგმავთ?

— ამ ეტაპზე ვცხოვრობ მარტო, ნიუ-იორკში. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კარგად ვართმევ თავს საოჯახო საქმეებსაც. მაქვს უამრავი გეგმა. ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე არის ჩემი შვილის ჩამოყვანა ამერიკაში (ძალიან მენატრება). რაც შეეხება პროფესიულ ზრდას, მინდა სწავლის გაგრძელება ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ მოდის კოლეჯში FASHION INSTITUTE OF TEQNOLOGY. ამის შემდეგ ვგეგმავ საკუთარი ბრენდის შექმნას, რომელსაც აუცილებლად ჩამოვიტან საქართველოში. ასევე მიწვეული ვარ NEW YORK FASHION WEEK-ზე, დაწყებული მაქვს კოლექციაზე მუშაობა.

რაც მთავარია, ეს ქალაქი და ქვეყანა გაძლევს ყველანაირ შანსს საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის. უბრალოდ, მთავარია მონდომება და დაუღალავი შრომა.

© FB / TEO WEDDING თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა - Sputnik საქართველო
თეო ოთარაშვილის მიერ შეკერილი კაბა

– რას ურჩევთ ქართველ ქალბატონებს?

— ქართველ ქალბატონებს მინდა ვუსურვო ჰქონდეთ მეტი ღიმილი, დაინახონ წვრილმანებში ბედნიერება, გაიზიარონ სხვისი სიხარული, გახდნენ უფრო თავისუფლები და რეალიზებულები. ჰქონდეთ ცხოვრებაში მიზნები, გეგმები და სტრატეგიები. წარმატება არ მოდის უდიდესი შრომის და ეკლიანი გზის გარეშე.

 

ყველა ახალი ამბავი
0