დღის თემა: იზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასები

© photo: Sputnik / Stringerფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ თემაზე მასმედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა. პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი 4 624 ლარს შეადგენს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი უარყოფს ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ხელფასების გაზრდის თაობაზე.

აღნიშნულ თემაზე მასმედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა. პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი 4 624 ლარს შეადგენს. 

ქართული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში რომელ სფეროშია ყველაზე მაღალი ხელფასები

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგლამენტის ცვლილებათა პროექტი პარლამენტარების ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, დეზინფორმაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს“, — განუცხადა კახიანმა საინფორმაციო სააგენტო Новости–Грузия-ს.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, ან ვიღაც მიზანმიმართულად ავრცელებდეს მას, რათა ამით მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

„სინამდვილეში პარლამენტის წევრებს ერთი თეთრითაც არ ეზრდებათ ხელფასი“, — განმარტა კახიანმა.

დეპუტატების ხელფასები 2012 წლის შემდეგ არ გაზრდილა და დღემდე იმდენს იღებენ, რამდენსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღისთვის იღებდნენ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასი და დანამატი ერთიანდება

კახიანი ამბობს, რომ პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდა უახლოეს მომავალში არ იგეგმება და განმარტავს, რომ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა „საჯარო დაწესებულებებში ხელფასების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. 

„როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი „საჯარო დაწესებულებებში ხელფასის შესახებ“, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ და დავადგინეთ, რომ თანამდებობის პირები — რაშიც, უპირველესად, საკუთარ თავებს მოვიაზრებდით — ვერ მიიღებდნენ დანამატებს. რაც შეეხება პრემიებს, პარლამენტარები მას ისედაც არ იღებდნენ 2012 წლიდან. პრემიები ჩვენ კანონმდებლობით გავაუქმეთ“, — განაცხადა გიორგი კახიანმა. 

ყველა ახალი ამბავი
0