თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 1%-ით გაიზარდა საშუალო ნომინალური ხელფასი სამეწარმეო და არასამეწარმეო სექტორებში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, ნათქვამია „საქსტასის“ მასალებში.
სამეწარმეო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 241,5 ლარს შეადგენს.
ამასთან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროებია — ტრანსპორტირება და დასაწყობება, მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სადაც საშუალო ნომინალური ხელფასი 1500-დან 2000 ლარამდე მერყეობს. ყველაზე დაბალანაზღაურებადია განათლება, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა და სოციალური დაცვა, სადაც ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება.
რაც შეეხება არასამეწარმეო სექტორს, იქ საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2017 წელს 973,9 ლარი შეადგინა.
ამ სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასებია საფინანსო სფეროში და სახელმწიფო მართვაში, სადაც საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1700 და 2000 ლარი შეადგინა, ყველაზე დაბალია — სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში, სადაც საშუალო ნომინალური ხელფასი 540-დან 608 ლარამდე მერყეობს.
2017 წელს საქართველოში საცხოვრებელი მინიმუმი 175,3 ლარს შეადგენდა.