„ჩემი როკ-ენ-როლი“: რუსული ჯგუფი „ბი-2“ თბილისში იმღერებს

© photo: Sputnik / Mikhail Kireev / გადასვლა მედიაბანკშიფესტივალი „რადიო ზენიტი“ სტადიონზე „კრესტოვსკი“
ფესტივალი „რადიო ზენიტი“ სტადიონზე „კრესტოვსკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის ჩატარების თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა კონცერტის გამართვაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პოპულარული რუსული როკ-ჯგუფი „ბი-2“ თბილისში კონცერტს გამართავს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა — კომპანია Fix Group-ის წარმომადგენლებმა.

ფანკის ამერიკელი ვარსკვლავი, ქართველების რძალი ნიკ უესტი თბილისში კონცერტს გამართავს >>

მუსიკოსების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ტექნიკური მიზეზების გამო არ ხმაურდება. თუმცა, ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და მოგზაურობა საქართველოში ჯგუფის საგასტროლო კალენდარში უკვე მონიშნულია.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
საქართველოში ელტონ ჯონის პირველი კონცერტი ივნისის ბოლოს გაიმართება

ცნობილია, რომ „ბი-2“ თბილისში სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება. სავარაუდოდ, კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) შედგება, თუმცა ორგანიზატორებმა მაყურებლებისგან მიიღეს წინადადება კონცერტი თბილისის ერთ-ერთ სტადიონზე ჩატარდეს.

Fix Grouр-ის ინფორმაციით, კონცერტის ბილეთების გაყიდვა სექტემბერში დაიწყება.

„ბი-2“ — რუსული ალტერნატიული როკ-ჯგუფია, რომელიც 1988 წელს შეიქმნა. ჯგუფი დააარსეს შურა ბი-2-მა და ლიოვა ბი-2-მა. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან: ანდრეი ზვონკოვი (გიტარა), მაქს ლაკმუსი (ბას-გიტარა), ბორის ლიფშიცი (დრამი, პერკუსია) და იან ნიკოლენკო (ბექ-ვოკალი, კლავიშები, ფლეიტა, პერკუსია).

„ბი-2“ ისეთი ჰიტების შემსრულებლებია, როგორიცაა „უჰაერო განგაში“ (Безвоздушная тревога), „ჩემი როკ-ენ-როლი“ (Мой рок-н-ролл), „პოლკოვნიკს არავინ წერს“ (Полковнику никто не пишет), „ვარვარა“ (Варвара), „ჰაერს მოეჭიდო“ (Держаться за воздух), „ჩემი სიყვარული“ (Моя любовь), „ნელი ვარსკვლავი“ (Медленная звезда), „ლაიქები“ (Лайки).


ყველა ახალი ამბავი
0