თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პოპულარული უკრაინელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი Monatik-ი ბათუმში კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე (Batumi Tennis Club) 1 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ-რეჟიმში, ისე ვებ-გვერდზე tkt.ge.
კონცერტის ორგანიზატორია კიევური კომპანია NOTA Production Center, რომელიც კონცერტების, ფესტივალების, საღამოებისა და კორპორატიული წვეულებების გამართვითაა დაკავებული.
Monatik-ი (დიმიტრი მონატიკი) — შემსრულებელი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სიმღერების ავტორია. არის უკრაინული ვოკალური შოუ Голос. Дети-ს მენტორი. 2016 წელს უკრაინული მუსიკალური პრემია M1 Music Awards-ის ვერსიით გახდა "წლის მომღერალი".