NASA: აფრიკის თავზე ორმეტრიანი ასტეროიდი აფეთქდა

© AP Photo / Conceptual Image Lab/Goddard Space Flight Center/NASAკოსმოსური აპარატი OSIRIS-REx და დედამიწა
კოსმოსური აპარატი OSIRIS-REx და დედამიწა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი მეტრის დიამეტრის ციურმა სხეულმა პლანეტის საჰაერო გარსში წამში 17 კილომეტრის სიჩქარით შეაღწია

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. NASA-ს ასტრონომებმა აფრიკის თავზე ორმეტრიანი ასტეროიდი დააფიქსირეს, რომელიც დედამიწის ზედაპირზე არ დაცემულა — ის ატმოსფეროში დაიწვა, იუწყება კოსმოსური სააგენტო.

ქართველი მოსწავლეების „რობოტი–ლაბორანტი“ NASA–ში გაემგზავრება >>

ორი მეტრის დიამეტრის ციური სხეული, რომელსაც 2018 LA უწოდეს, 2 ივნისს აღმოაჩინეს. მცირე ზომების გამო სპეციალისტებს ასტეროიდის შესახებ ინფორმაცია აღარ გაუვრცელებიათ.

ობიექტი არიზონაში მდებარე ტელესკოპით გაკეთებულ ფოტოებზე ნახეს. ტრაექტორიის განსაზღვრის შემდეგ, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მისი სავარაუდო დაცემის ადგილი აფრიკის სამხრეთი ნაწილი იქნებოდა.

„ეს ობიექტი გაცილებით ნაკლებია იმათზე, რომელთა შესახებ უნდა ვაფრთხილებდეთ. თუმცა მისი აღმოჩენის ფაქტი გვარწმუნებს ჩვენს შესაძლებლობებში და იმაში, რომ პროგნოზირების ჩვენი მოდელები უფრო მსხვილი ობიექტის პოტენციურ ზემოქმედებაზე სწორ რეაგირებას მოახდენენ“, — განაცხადა პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლინდლი ჯონსონმა.

ციური სხეული პლანეტის საჰაერო სივრცეში წამში 17 კილომეტრის სიჩქარით მანათობელი ბოლიდის სახით შევიდა, რომელიც თვითმხილველებმა შენიშნეს. ის ბოტსვანის ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. ეს ქვეყანა აფრიკის სამხრეთით მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0