დათანხმდება თუ არა პრემიერი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძის წინადადებას

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მოკლული მოზარდების ოჯახის წევრებთან შესახვედრად მზადაა, მაგრამ ამ შეხვედრას „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები" არ დაესწრებიან.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ იმყოფება და აცხადებს, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და პასუხს ერთი საათის განმავლობაში დაელოდება.

ზაზა სარალიძე აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან ერთად კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებს

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გამოთქვა და თავად დაასახელა შეხვედრის დრო და თარიღი — 4 ივნისის 14:00 საათი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ და პრემიერთან შეხვედრის სურვილი მათაც გამოთქვეს.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს>>>

მოგვიანებით პრემიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზადაა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთად.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ის პრემიერთან შეხვედრას შვილმკვდარი მშობლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარეშე არ აპირებს.

„ულტიმატუმს ნუ მიყენებენ, რას ჰქვია მარტო. ულტიმატუმი წაუყენონ თავის თავს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას, არ შემიშვებენ, რა მოთხოვნაც მაქვს? – კარგად იყვნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე იმყოფება სახალხლო დამცველი ნინო ლომჯარია. გარდა ამისა კანცელარიის შენობასთან მისულია თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ერთად. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს: მოდით და დამიდექით გვერდში

ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე. სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად უკვე მეოთხე დღეა რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება. სარალიძეს უკვე შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ახალი საქართველო", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და სხვები. აქცია სამოქალაქო პროტესტიდან პოლიტიკურში გადაიზარდა, შესაბამისად, მოთხოვნებს შორის გაისმა მოთხოვნა მოქმედი ხელისუფლების გადადგომის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0