სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა

© Sputnik / Levan Avlabreliზაზა სარალიძე მომიტინგეებთან კარავში
ზაზა სარალიძე მომიტინგეებთან კარავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაგრძელდება

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ზაზა სარალიძემ, 16 წლის მოკლული მოზარდის მამამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურისგან 10 ივნისამდე მისი შვილის მკვლელობის საქმის განმეორებით გამოძიებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

სარალიძე კვირიკაშვილს ორშაბათს შეხვდა. მოკლული მოზარდის მამა და ქვეყნის მოსახლეობა თბილისში 31 მაისიდან პარლამენტის შენობასთან საპროტესტო ქციებს მართავენ. ზაზა სარალიძემ ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. სარალიძე აცხადებს, გამოძიება მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
დათანხმდება თუ არა პრემიერი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძის წინადადებას

„პრემიერმა მითხრა: „თუ გინდა, დღესვე გადავდგები“. მაგრამ ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები“, — განაცხადა მოკლული მოსწავლის მამამ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.

16 წლის მოსწავლეების, სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი — მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში აღიარეს. დავით სარალიძეს ათზე მეტი ჭრილობა მიაყენეს.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს>>>

სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ გამოძიება თავიდანვე მფარველობდა ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში — პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილს, და სამართლის აღსრულებას მოითხოვს. განაჩენის გამოცხადების დღეს სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას მიაღწიეს, შემდეგ კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა, მას მხარი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.

პარლამენტმა საქმის გარემოების შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0