შეუერთდება თუ არა „გირჩი“ აქციას: ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

© Photo: courtesy of Girchi„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციას შეუერთდა ნაციონალური მოძრაობა, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „სახელმწიფო ხალხისთვის“

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ აცხადებს, რომ არ ჩაერთვება გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში, ნათქვამია პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შაბათ გვიან საღამოს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ აქციას, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მართავს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, აქციაში მონაწილე პოლიტიკურ სპექტრთან რაიმე ღირებულებითი თანხვედრა არ არსებობს. პარტიას აქვს გაცხადებული, რომ არანაირ გაერთიანებებში არ შევა. 

მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
სარალიძესთან მოლაპარაკება დასრულდა: ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები

„იქ შეკრებილი პარტიები აკეთებენ იგივეს, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდა მაშინდელი ოპოზიცია — უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, — განაცხადა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, ის, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, არის იაფი და უღირსი სპექტაკლი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი მოზარდების მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

 

ყველა ახალი ამბავი
0