თბილისი, 3 ივნისი — Spurnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით 29 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა სოფელ ლატალში გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლულია ახლაგაზრდა მამაკაც. აგრეთვე დაჭრილია 31 წლის მამაკაცი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს ჰყავს თვითმხილველი, რომელიც მესტიის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული, 23 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.