თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.
შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია").