ავტოავარიაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული დაიღუპა

© photo: courtesy of Aijan Nurlanbekovaმის მსოფლიო-2018 სანია შაკიროვა
მის მსოფლიო-2018 სანია შაკიროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი სასაფლაოს გალავანს შეეჯახა

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss Universe Beauty — 2018-ის გამარჯვებული და „მის მსოფლიო-2018“-ის ტიტულის მფლობელი სანია შაკიროვა ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ტბასთან დაიღუპა, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“.

ტრაგედია 2 ივნისს საღამოს მოხდა.

„ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი შეეჯახა სასაფლაოს გალავანს სოფელ ჩოკ-ტალში. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო შაკიროვა ადგილზე გარდაიცვალა. ტაქსის მძღოლი და 38 წლის მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, — ნათქვამია ისიქ-ქოლის ოლქის შს სამმართველოს პრესსამსახურის განცხადებაში.

© photo : photo: press-service of the Department of Internal Affairs of Issyk-Kul oblastავტომობილი, რომლითაც სანია შაკიროვა დაიღუპა
Автомобиль, в которой погибла Сания Шакирова, после ДТП - Sputnik საქართველო
ავტომობილი, რომლითაც სანია შაკიროვა დაიღუპა

30 წლის სანია შაკიროვა 2018 წელს წარმოადგენდა ყირგიზეთს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Miss Universe Beauty, რომელიც ვიეტნამის ქალაქ ნიაჩანგში გაიმართა. კონკურსი პიერ კარდენის პატრონაჟით წარიმართა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

ინტერვიუ სანია შაკიროვასთან, რომელიც აპრილის ბოლოს „Sputnik-ყირგიზეთზე“ გამოვიდა, მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0