საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ღონისძიებაზე მიიწვიეს

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტინენტური ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო თავის მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ქართველო კოლეგა გიორგი მარგველაშვილი 12 ივნისს, ტრანსანატოლიის გაზსადენის — TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია, ნათქვამია ქართული სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი TANAP-ი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ აზერბაიჯანული საბადოდან თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე ითვალისწინებს. თურქეთში ბუნებრივი აირი მიმდინარე წელს შევა, ხოლო ტრანსადრიატიკული გაზსადენის (ТАР) მშენებლობის დასრულების შემდეგ დაახლოებით 2020 წლის დასაწყისში — ევროპაში. საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვების მეორე სტადიის ფარგლებში აირის ექსპორტი თურქეთსა და ევროპულ ბაზრებზე „სამხრეთ კავკასიის გაზსადენის“ და პროექტების TANAP და ТАР-ის მშენებლობის შედეგად განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში: ექსპერტების შეფასებები

„სატელეფონო საუბრისას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, გიორგი მარგველაშვილს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტი 12 ივნისს, ესქიშექირში ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის —TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია“, — ნათქვამია განცხადებაში.

მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ პროექტ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც კონტინენტური ევროპას ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით წაადგება და საქართველოს მონაწილეობა ამ პროექტში, თავისთავად, მნიშვნელოვანია.

გაზი ევროპაში: საქართველოში გაზსადენის გაფართოების სამუშაოები დასრულდა >>

ორი ქვეყნის ლიდერებმა აგრეთვე თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0