გაზი ევროპაში: საქართველოში გაზსადენის გაფართოების სამუშაოები დასრულდა

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBგაზსადენის გაფართოების სამუშაოები რუსთავთან ახლოს
გაზსადენის გაფართოების სამუშაოები რუსთავთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებრივი აირი საქართველოდან „შაჰ დენიზის" საბადოდან ევროპას 2018 წლის მეორე ნახევრიდან მიეწოდება

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის" სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე დასრულებულია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" პორტალ Report-ზე დაყრდნობით.

პორტალი ეყრდნობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონში კომპანია BP-ს პრეზიდენტის, გერი ჯონსის ინფორმაციას, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში გათვალისწინებული პროექტები დადგენილი გრაფიკისა და შეთანხმებული ბიუჯეტის მიხედვით ხორციელდება. ამ მარშრუტზე მექანიკური სამუშაოები მთლიანად შესრულებულია — მილსადენი მზადაა.

„ვფიქრობ, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში შევძლებთ ბუნებრივი აირის „შაჰ დენიზიდან" საქართველოს გავლით ევროპაში მიწოდებას", — აღნიშნა ჯონსმა.

მილები „თურქული ნაკადისთვის“ - Sputnik საქართველო
კასპიის გაზის ვოიაჟი: გზა საქართველოდან ევროპაში

„სამხრეთის გაზის დერეფანი" მასშტაბური პროექტია, რომელიც ითვალისწინებს 3500 კილომეტრიანი გაზსადენის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ექვს ქვეყანაზე გაივლის. აუცილებელი ინვესტიციების საერთო მოცულობა 40 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

„სამხრეთის გაზის დერეფანი" მილსადენების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც გათვალისწინებულია აზერბაიჯანული გაზის მიწოდება თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია BP-მ პროექტ „შაჰ დენიზის" მეორე ფაზის განხორციელება, რომელიც 25 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული, 2014 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 387 კილომეტრი სიგრძის პარალელური მილსადენის მშენებლობა აზერბაიჯანში და 55 კილომეტრი სიგრძის — საქართველოში, ასევე წნევის მარეგულირებელი ახალი სადგურისა და ორი დამატებითი კომპრესორული სადგურის ინსტალაცია საქართველოში.

გაზსადენის მშენებლობის აქტიური ფაზის დროს საქართველოში დასაქმებული იყო 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ დასაქმდება 130 ადამიანი. გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0