WinExpo თბილისში მსოფლიო მეღვინეებს შეკრებს

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
WinExpo 2018 გამოფენის მონაწილეებს ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში უახლესი ტენდენციების გაცნობისა და ბიზნეს–ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობას აძლევს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik.  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო გამოფენა WinExpo 2018 თბილისის ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში  14–16 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

WinExpo Georgia  — ეს საქართველოში ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. ღონისძიება აერთიანებს ტრადიციულ სავაჭრო გამოფენას დამატებითი ღონისძიებების გეგმით, რომელიც გამოფენის პარალელურად გაიმართება. 

ქვევრი - Sputnik საქართველო
ორიგინალური ფორმა – ქვევრი და ღვინის მუზეუმი თბილისში

გამოფენა დარგის სპეციალისტებს ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში უახლესი ტენდენციების გაცნობასა და   ბიზნეს–თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის  მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასამდე კომპანია  და დაახლოებით 4 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.  ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით,  WinExpo–მ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 

2017 წელს საერთაშორისო გამოფენამ 97 კომპანია შეკრიბა, რომლებიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 170–ზე მეტ სახეობას აწარმოებენ. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა: საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, კვიპროსიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0