„ნუ მომკლავ“ - საქალაქო სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა

© Sputnik / Alexander ImedashviliТбилисский городской суд
Тбилисский городской суд - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის  მიმართ, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ არასრულწლოვანს გ.ბ-ს სასამართლომ სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ბრალდებულ გ. ჯ. —ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლისა  და 9 თვის ვადით.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა - Sputnik საქართველო
ამ მიზნის მისაღწევად არ დავიღლები - განაცხადა პრეზიდენტმა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ

საქალაქო სასამართლომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დასდო ბრალი. დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ არასრულწლოვანი სრულად გაამართლა. მეორე ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ყველა ახალი ამბავი
0