ამ მიზნის მისაღწევად არ დავიღლები - განაცხადა პრეზიდენტმა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გასულ წელს თბილისში მოკლული მოზარდის მამასთან, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში, ერთი-ერთზე დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიზეს შეხვდა. პრეზიდენტთან ერთად ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მივიდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.

„პირველ რიგში, ბუნებრივია ჩემი მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე, ჩემი მიზანი არის, ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე, სხვა ადამიანებს, ვისაც აქვს ეს გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთერთობი, ბუნებრივია, ხელისუფლებასაც და ამ მიზნის მისარწევად არ დავიღლები,“ — განაცხადა მარგველაშვილმ.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე: ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგა, არის საქართველოს პრეზიდენტი

31 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის ახლობლებმა, რომლებიც უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. მოკლული მოზარდების ახლობლებს აქციაზე ათასობით მოქალაქე შეუერთდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა დააკმაყოფილა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და გადადგა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა და უკვე ყოფილი პროკურორის დაპატიმრება მოითხოვეს. აქციაზე მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელსაც აქაციის მონაწილეებმა არ მოუსმინეს და ადგილიდან წასვა აიძულეს. მოგვიანებით პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დილიდან გასცემს განკარგულებას საქმის სასამართლოდან გამოთხოვნისა და გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პარლამენტის წინ დარჩენა გადაწყვიტეს და რამდენიმე კარავი გაშალეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დღეს პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია 16 საათისათვის განახლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0