საქართველოს საპატრიარქო: ზაზა სარალიძე სამართლიანად არის განაწყენებული

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სიმართლის დასადგენად ქმედითი ღონისძიებები სწრაფი წესით უნდა გატარდეს

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა

აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
დადუნაშვილის დედა: ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ამ მიზნის მისაღწევად არ დავიღლები — განაცხადა პრეზიდენტმა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ>>>

„ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა. დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა",- წერია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ზაზა სარალიძე სამართლიანადაა განაწყენებული, მიუხედავად იმისა, მისი არგუმენტები საკმარისია თუ არა ბრალდებისთვის.

„ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებული წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია…მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია", — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება, რადგან საზოგადოებას  დაუცველობისა და უსამართლობის განცდა აღარ ჰქონდეს.  

Тбилисский городской суд - Sputnik საქართველო
„ნუ მომკლავ“ - საქალაქო სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსალართლემ  ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ერთ–ერთ მოზარდს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მეორე მოზარდს კი 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0