რუსთაველის გამზირზე მისული სტუდენტები აქციას გამოეყვნენ

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტები სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაახლოებით 19 საათისთვის მივიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სტუდენტები რუსთაველის გამზირზე ერთ–ერთი მოკლული მოზარდის, ზაზა სარალაძის მამის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ, მაგრამ აქცია მალევე დატოვეს და იქვე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სტუდენტები ტრიბუნასთან კატეგორიული განცხადებით გამოვიდნენ და აქციას გაემიჯნენ. მათი თქმით, აქციაზე ტრიბუნასთან მისასვლელი გზები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი. სწორედ ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, გაემიჯნონ პოლიტიკურ ძალებს.

ამასთან, სტუდენტები ზაზა სარალიძესაც მოუწოდებენ, რომ მათ აქციაზე გადაინაცვლოს.

აქციაზე პოლიტიკური პარტიების აქტიურობაზე ყურადღება ბევრმა ადამიანმა გაამახვილა, მათ შორის პოლიტიკოსებმაც. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ამ ოჯახის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. 

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი სარალიძეს: გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ!

მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

 

ყველა ახალი ამბავი
0