ელისაშვილი სარალიძეს: გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ!

© photo: Alexander Elisashvili / FBალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე გამოცხადებული განაჩენის შემდეგ თითქმის მთელი ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგულწრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას, მიმართავს პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. 

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს ათასობით ადამიანი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, შეუერთდა და სარალიძეების ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა. საპროტესტო აქციები თბილისის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რატომ არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მშობლები

"ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად! გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების"- წერს ელისასვილი Facebook-გვერდზე.

ელისაშვილი სარალიძეს მოუწოდებს, პოლიტიკურად აჟიტირებული ხალხი გვერდით არ დაიყენოს.

"ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა?! ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ — ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით", — აცხადებს ელისაშვილი.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0