რატომ არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მშობლები

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია რუსთაველზე
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელ საპროტესტო აქციას ნაციონალური მოძრაობის მმაართველობის დროს მოკლული ახალგაზრდების, ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მშობლები გამოეხმაურნენ.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. არ მივედი იმ აქციაზე და ვერ დავუდექი გამწარებულ მამას, რადგან მის გვერდით ჩვენი შვილების მკვლელები დგანან, განაცხადა ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.

 „ნაცების ოცნება და გეგმაა, ქუჩაში არეულობის მოწყობა და არეულობის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც იყენებენ გაუბედურებულ მამას და ამ საშინელ ტრაგედიას…მე მთელი არსით თანავუგრძნობ დავით სარალიძეს და ზუსტად ვიცი, რასაც განიცდის, ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გადატანილი“, – აცხადებს რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
ულტიმატუმი ხელისუფლებას: აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22 საათამდე მისცეს ვადა
იგივეს აცხადებს სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანიც.

„ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ… ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს… კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?!“ — ამბობს გურამ გირგვლიანი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0