ულტიმატუმი ხელისუფლებას: აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22 საათამდე მისცეს ვადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკრებილები ხელისუფლებისგან საღამოს 10 საათამდე მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. მომიტინგეებმა პროკურატურის შენობიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

აქცია სახელწოდებით „არ მომკლა“ მთავარი პროკურატურის შენობასთან უნდა გამართულიყო, თუმცა ახლა მისი მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილდებიან, პარლამენტის შენობისკენ — ამისკენ მოუწოდა მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ.

ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქცია

შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. პირველი მოთხოვნა — მირზა სუბელიანის დაპატიმრება, რომელიც, ზაზა სარალიძის თვალსაზრისით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში დამნაშავეებს მფარველობს. მეორე მოთხოვნაა — ყველა იმ პირის დასჯა ვინც, დემონსტრანტების აზრით, მოზარდების მკვლელობის საქმის „ფალსიფიცირება“ მოახდინა. მესამე მოთხოვნაა — მოზარდების სიკვდილში ყველა დამნაშავე პირის დასჯა.

მომიტინგეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს — მოთხოვნები საღამოს 10 საათამდე უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კარდინალურად შეიცვლება.

მხოლოდ მაშინ, აქციის ორგანიზატორთა თქმით, „დაინგრევა სისტემა“, ამ დროს კი შოთაძის გადადგომა „ამ სისტემის კედლის მხოლოდ ერთი აგურია“.

პირდაპირი ჩართვა: ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
პირდაპირი ჩართვა: პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობაში ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.


ყველა ახალი ამბავი
0