ლიკანში ე.წ. მაცივარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Fred Greenberg  / გადასვლა მედიაბანკშილიკანი
ლიკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსში მთელი წლის მანძილზე ერთნაირი ტემპერატურა - 14 გრადუსია

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბორჯომში, სოფელ ლიკანში მდებარე ე.წ. „მაცივარს“ კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბორჯომი - Sputnik საქართველო
საქართველოში სამედიცინო ტურიზმი აქტიურად ვითარდება

ე.წ. საწყობი-მაცივარი შეჭრილია ბუნებრივ ტერასაში, დიდი სასახლიდან ბელვედერისაკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს.

„კედლები ამოყვანილია საშუალო ზომის რიყისა და ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვებით და შემტკიცებულია კირხსნარით; თაღოვანი ჭერის მოსაწყობად გამოყენებულია ე. წ. რუსული აგური. იგივე სამშენებლო მასალაა გამოყენებული კარებების ზედა თაღოვანი ნაწილისა და აშიების მოსაწყობად.

საწყობ-მაცივარი ორ იარუსიანია. იარუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორ მარშიანი კიბით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპლექსში მთელი წლის მანძილზე ერთნაირი ტემპერატურა — 14 გრადუსია.

სააგენტოს ინფორმაციით, ამგვარი ტიპის კომპლექსი  წინანდალში, ალექსანდრე  ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეც არსებობს.


ყველა ახალი ამბავი
0