საქართველოში სამედიცინო ტურიზმი აქტიურად ვითარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელები საქართველოს გამაჯანსაღებელი კურორტებისადმი ინტერესს იჩენენ

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik.  სამედიცინო მომსახურებისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის საქართველოს ხუთი თვის განმავლობაში 13,9 ათასი უცხოელი ეწვია, რაც 61,2%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, იუწყება ტელეარხი Imedi.

უცხოელებში დიდ ინტერესს იწვევს ისეთი კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ., განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ექს–ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ. 

ტურისტები საქართველოს მთებში - Sputnik საქართველო
რომელ მიმართულებებს ირჩევენ ტურისტები საქართველოში

მისი სიტყვებით, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ჩატარების მსურველი ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება. ისინი ძირითადად მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

სიდამონიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა რესურსი აქვს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა, აღნიშნული მიმართულება დახვეწას საჭიროებს.

მანამდე საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პირველი კომპანია Med Tour Georgia–ს დამფუძნებელმა პაატა რატიანმა „Sputnik საქართველოს“ განუცხადა, რომ ქართული ჯანდაცვა კონკურენტუნარიანია როგორც ხარისხის, ისე ფასების მხრივ. თუმცა, ამ სფეროში წარმატების მიღწევა არცთუ მარტივია.

 

ყველა ახალი ამბავი
0