თბილისი, 31 მაისი — Sputnik. წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქალსა და მამაკაცს ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არსებული ინფორამციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი სახლში იყვნენ, რა დროსაც სახლში მივიდა ქალის ყოფილი ქმარი. მას კარს არავინ უღებდა, ამიტომ პატრული გამოიძახა და მათთან ერთად შევიდა ბინაში.
ქალის მეგობარმა მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა, მან ჯერ ყოფილ ქმარს ესროლა, შემდეგ კი ქალს. მეზობლების ინფორმაციით, სროლა პატრულის თანდასწრებით მოხდა, თუმცა მისი შეჩერება პატრულის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, იგი უბნის ინპექტორია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.