თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაჭრილის მეზობლები აცხადებენ, რომ ერთი გასროლის ხმა დაახლოებით საღამოს 9 საათზე გაიგეს. მათივე თქმით, დაჭრილია დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცი, რომელსაც ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი.
დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანეს. მას ოპერაციას უკეთებენ. ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარება კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.