სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს: თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვვლელების საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, განაცხადა ზაზა სარალიძემ

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ აქციაზე სახელწოდებით „არ მომკლა“, სადაც აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რატომ არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მშობლები

„ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვვლელების საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას“, – განაცხადა სარალიძემ.

საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობაში ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0