გავიგუდეთ! - რუსთავის მოსახლეობა ადგილობრივ ქარხანას ჰაერის დაბინძურებაში ადანაშაულებს

© photo: Geosteel LLC / FBქარხანა „ჯეოსთილი"
ქარხანა „ჯეოსთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერის დაბინძურების დონეს 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსთაველები ჯართის გადამამუშავებელ ქარხანა „ჯეოსტილს" (GeoSteel) ჰაერის დაბინძურებაში ადანაშაულებენ და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქარხანა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, გარემოს მუდმივად აბინძურებს. მათ წერილობით მიმართეს კომპანია „ჯეოსტილს", მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, კომპანიაში უარყოფენ რუსთაველების ბრალდებას და ამტკიცებენ, რომ ქარხანა გამწმენდი დანადგარებით არის აღჭურვილი.

ტყე შემოდგომაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკოლოგიური ფონი გაუმჯობესდება

„გავიგუდეთ!" — სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, სოციალურ ქსელში ამ დასახელების გვერდი შექმნეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების დონეს ქალაქ რუსთავში მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში ამოწმებს. ამის გამო ქარხანა აქტიურად მუშაობს ღამის საათებში და არასამუშაო დღეებში. ამასთან დაკავშირებით ჰაერის სისუსფთავეს დღეღამის განმავლობაში შეამოწმებენ.

სააგენტოს წარმომადგენლებმა „ჯეოსტილი" უკვე ორჯერ დააჯარიმეს. ბოლო შემოწმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0