საქართველოს რაგბის ნაკრები U-20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

© Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები U-20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
საქართველოს რაგბის ნაკრები U-20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები (U-20) სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატში ანგარიშით 27:33 დამარცხდა. მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში იმართება.

ილია მაისურაძის აღსაზრდელებმა შეხვედრის პირველი ნახევარი წარმატებულად ჩაატარეს და ანგარიშით 17:10 მოიგეს. წარმატებული ლელოს ავტორები ლაშა ლომიძე და დემურ თაფლაძე გახდნენ.

თუმცა, შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი მკვეთრად შეიცვალა. სამხრეთაფრიკელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას და საქართველოს ჩათვლის ზონაში ხუთი ლელოს დამიწება შეძლეს. თუმცა, განმეორებითი ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსაჯებმა ორი ლელო არ ჩათვალეს.

ამის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრები ფინალურ სასტვენამდე აკონტროლებდა სიტუაციას. მათ მხოლოდ ბოლოში დაკარგეს კონცენტრაცია, რითაც მაშინვე ისარგებლეს ქართველებმა. მესამე ლელო ლუკა დვალიშვილმა დაამიწა. მაგრამ მეტის გაკეთება ქართველმა მორაგბეებმა ვერ შეძლეს. 

დამარცხების მიუხედავად, მაისურაძის გუნდმა ბონუს-ქულა მიიღო.

ჯგუფ С-ს მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდიას ანგარიშით 26:24 მოუგო.

საქართველოს U-18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია >>

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩში 3 ივნისს ტურნირის მასპინძელს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ბეზიეში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0