თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ გროდზისკში გამართულ ტურნირზე საქართველოს U-18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ქართველმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრებს ანგარიშით 69:12 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 მოუგეს.
ფინალში ზედიზედ მეოთხედ საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც წინა სამი ფინალი წაგებული ჰქონდა (2015 — 57:0, 2016 — 42:0, 2017 – 36:18).
დღეს საქართველოს ნაკრებმა ფინალი წარმატებულად დაიწყო და პირველ ტაიმში ანგარიშით 5:3 დაწინაურდა.
მეორე ნახევარში ფრანგები კონტრიერიშზე გადავიდნენ, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე ლაშა ლომიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 8:3 გახდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.