კიევში რუსი ჟურნალისტი მოკლეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო
ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის შსს იუწყება კიევში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი იყო

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კიევში მოკლეს რუსეთის მოქალაქე, ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომ დაღუპული — ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკოა, იუწყება РИА Новости.

უკრაინის პოლიციის თანამშრომლები კიევში - Sputnik საქართველო
РИА Новости Украина-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავშირზე არ გამოდის

„საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა შეტყობინება: ქალმა საკუთარი მეუღლე საწოლში დასისხლიანებული ნახა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ზურგში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. დაღუპული რუსეთის მოქალაქეა, 1977 წელს დაბადებული, ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი“, — ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.

ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი გავიდა.

ბაბჩენკო იყო სამხედრო კორესპონდენტი „მოსკოვსკი კომსომოლეცში“, და „ახალ გაზეთში“, თანამშრომლობდა „პირველ არხთან“ და ТВЦ-თან. კიევში ტელეარხ ATR-ზე პროგრამა Prime: Бабченко მიჰყავდა.


ყველა ახალი ამბავი
0