რამდენიმე საათის წინ „ფეისბუქით“ გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროს ვაგონშია გადაღებული. ვიდეოს აქვს წარწერა, რომ კადრებზე ირანელი, ინდოელი და ერაყელი მიგრანტები არიან აღბეჭდილები
თუმცა ამის დადასტურება არსებული ჩანაწერით შეუძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს არ ახლავს განმარტება, რატომ ღელავენ და ხმაურობენ ვაგონში მყოფი ახალგაზრდები.