სტეფანწმინდაში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი იხსნება

© Sputnik / STRINGERყაზბეგის მთა
ყაზბეგის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში დღეს, 12:00 საათზე ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პრომეთეს ქანდაკება ბორჯომის პარკში - Sputnik საქართველო
ქართული ნაკრძალების დამთვალიერებლებს შორის გერმანელები ლიდერობენ

ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის ეფექტური რეალიზება კი საკონსულტაციო ჯგუფმა GFA უზრუნველყო.

ყველა ახალი ამბავი
0